ვერცხლის ნიშნობის ბეჭდის გაპრიალების პროცედურა

ინდივიდუალური შეკვეთის პროცედურა

Jebira Jewellery-ში თითოეული სამკაული იქმნება ინდივიდუალური შეკვეთით.


ჩვენ არ ვმუშაობთ მზა შაბლონებით — თითოეული ნამუშევარი იქმნება კონკრეტული ადამიანის სურვილებისა და ხედვის მიხედვით.

ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ თქვენს პირად ისტორიაზე მორგებული სამკაული.

თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სურათი ჩვენი კოლექციიდან, თუ გსურთ რომელიმე კონკრეტული მოდელის დამზადება,
 ან გაგვიზიაროთ თქვენი სურვილები, იდეები და ინსპირაციები

— ჩვენ კი დაგეხმარებით, თქვენი ფიქრები გადავიტანოთ დიზაინად, რომელიც სრულად მოერგება თქვენს ხედვასა და გემოვნებას.

1

შეკვეთის გაფორმება

შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის სამკაულის დამზადება გსურთ.


ამ ეტაპზე ვადგენთ სამკაულის ზომებს, ვიზუალს და ყველა იმ დეტალს, რომელიც გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე.


ასევე განვიხილავთ დამატებით ელემენტებს — მაგალითად, გნებავთ თუ არა წარწერის ან ნახატის დამატება, შეცვლა ან მოცილება.ყველა დეტალის ზუსტად განსაზღვრის შემდეგ განისაზღვრება სამკაულის საბოლოო ფასი.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს შეთანხმებული თქვენთან ერთად, რადგან ეს პროცესი ქმნის იმას, რაც საბოლოოდ უნიკალურს ხდის თითოეულ ნამუშევარს.

2
ვერხლის მედალიონი, ყელსაბამის დამზადების პროცედურა. ქრისტიანული ყელსაბამი სამების ხატის გამოსახულებით

დამზადების პროცესი

ყველანაირი ინფორმაციისა და დეტალის დაზუსტების შემდეგ ვიწყებთ სამკაულის დამზადების პროცესს.


დამზადების დრო დამოკიდებულია დიზაინის სირთულესა და ტექნიკურ მოთხოვნებზე

—
 საშუალოდ მარტივი დიზაინის სამკაულები მზადდება 4-5 სამუშაო დღეში,
 ხოლო უფრო კომპლექსური ნამუშევრები, რომლებიც მოითხოვენ 3D მოდელის აწყობას ან დამატებით პროცედურებს, მზადდება 7-14 დღეში.

ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტში კლიენტთან — რეგულარულად ვაზიარებთ პროცესს, ვგზავნით აწყობილ ფაილებს და თითოეულ დეტალს განვიხილავთ ერთად,
 რათა საბოლოოდ შეიქმნას ზუსტად ისეთი სამკაული, როგორიც თქვენ გსურდათ.
 დეტალების სრული შეთანხმების შემდეგ კი ვიწყებთ საბოლოო დამზადებას.

3

გადახდა და შეკვეთის დადასტურება

იმისთვის რომ შეკვეთა ოფიციალურად გავაფორმოთ საჭირაო თანხის დაფარვა:

1. შეგიძლიათ საწყის ეტაპზე თანხის ნახევრის დაფარვა რის შედეგადაც შეკვეთა გაფორმდება და საქმეს შევუდგებით, ხოლო როდესაც დამზადებას პროცედურას დავასრულებთ ჩვენი მხრიდან გამოვგზავნით დასრულებული სამკაულის ვიდეო მასალას რომ დარწმუნდეთ რომ თქვენ მიერ შეკვეთილი სამკაული ნამდვილად მზად არის , რის შემდეგადაც დარჩენილ თანხას დაფარავთ, ამის შემდეგ კი გამოვგზავნით თქვენ კუთვნილ ნივთს თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე

2. თანხა შეგიძლიათ საწყის ეტაპზევე სრულად დაფაროთ, რის შემდეგადაც პირდაპირ საქმეს შევუდგებით <3

4

სამკაულები

ცისფერი თვალი

Icon of a hand holding a magnifying glass over a stack of coins representing financial analysis or money search.
130
ვრცლად

პანდა III

Icon of a hand holding a magnifying glass over a stack of coins representing financial analysis or money search.
110
ვრცლად

უბრალო სამაჯური

Icon of a hand holding a magnifying glass over a stack of coins representing financial analysis or money search.
180
ვრცლად

კოლექციის სრულად ნახვა

jebira intagramJebira Facebook jebira TikTok logo with a stylized musical note in cyan, red, and white on black background.YouTube logo with a red play button inside a white rounded rectangle on a red background.